Available only in Georgian

Available only in Georgian

02 March, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში კომპანია „ACI worldwide“-ის წარმომადგენლებმა დევიდ ფროსტმა და ევგენი შტემანეტიანმა  გამართეს პრეზენტაცია თემაზე – „ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამული უზრუნველყოფა“.   პრეზენტაცია ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ.   კომპანია „ACI worldwide“-ის ექსპერტებმა საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა –„Proect Risk Management“ გააცნეს. პროგრამა  ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებსა და სხვა ტიპის საფინანსო ორგანიზაციებს  ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებისას არალეგალური ოპერაციების გამოვლენაში დაეხმარება.    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნულ ბანკში გრძელდება პრეზენტაციების გამართვის ტრადიცია. მსოფლიოში ერთ-ერთი გამოცდილი კომპანიის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის წარმოდგენა საბანკო სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მეტად მნიშვნელოვანია.   საბანკო სისტემის წარმომადგენლებს შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ინსტრუმენტების გაცნობა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მნიშვნელოვნად დაეხმარება“.   კომპანია „ACI worldwide“ 1975 წელს ჩამოყალიბდა. მისი წლიური ბრუნვა 320 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიის 50 ოფისში  დასაქმებულია 2800 თანამშრომელი. მას 2300 კლიენტი ჰყავს, მათ შორის არის აშშ-ის 41 და ინგლისის 6 უმსხვილესი ბანკი. საქართველოში მისი მომსახურებით სარგებლობს სს „ბანკი ქართუ“.