Available only in Georgian

Available only in Georgian

06 March, 2006
2006 წლის 2 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიული მაქსიმუმი – 495.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ნახევარმილიარდიანი ზღვრის გადალახვას მხოლოდ 5 მლნ-მდე აშშ დოლარი აკლია.   ისტორიულ მაქსიმუმამდე საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ყველაზე მაღალი პარამეტრი – 484.98 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 2005 წლის 29 დეკემბერს დაფიქსირდა.   ნახევარმილიარდიან ზღვარს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც ფიჭური კავშირგაბმულობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ 39.7 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხა.   საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კალათა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: 70% – აშშ დოლარი, 30% – ევრო.   აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მათგან მნიშვნელოვანია სავალუტო რისკების დივერსიფიკაცია და რეზერვების მართვით მიღებული შემოსავლების ზრდა. ამასთან, რეზერვების გადანაწილების პროპორცია მოსახერხებელი უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მოემსახუროს საგარეო ვალებს, რაც ძირითადად აშშ დოლარშია დენომინირებული. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებზე და, ასევე, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებშია განთავსებული.