Available only in Georgian

Available only in Georgian

09 March, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ნახევარმილიარდიან ნიშნულს პირველად გადააჭარბა და 7 მარტის მდგომარეობით 501.97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 110.64 მლნ აშშ დოლარით აღემატება.   საერთაშორისო სავალუტო რეზერვების არსებული დონე საქართველოს საფინანსო და სავალუტო ბაზრების სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, დაახლოებით 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა.   საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების სავალუტო პოზიცია ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: 70% განთავსებულია აშშ დოლარებში, 30% – ევროში.   აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათგან მნიშვნელოვანია სავალუტო რისკების დივერსიფიცირება და რეზერვების მართვით მისაღები შემოსავლების გაზრდა. ამასთან, რეზერვების გადანაწილების პროპორცია მოსახერხებელი უნდა იყოს იმდენად, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მოემსახუროს საგარეო ვალებს, რომლებიც ძირითადად აშშ დოლარშია დენომინირებული.    საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებსა და, ასევე, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებშია განთავსებული.