2006 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მთლიანი დეპოზიტები 103,9 მლნ ლარით ( 8,8%-ით) გაიზარდა და 1 278,7 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულმა დეპოზიტებმა 29,6 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულმა 74,2 მლნ ლარით მოიმატა. ზრდის ტენდენცია მეტწილად უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტების მატებამ განაპირობა.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 116,8 მლნ ლარით გაიზარდა და 1,853 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 36,3 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები 80,4 მლნ ლარით არის გაზრდილი.