საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი ბალანსიდან ჩამოწერილი კომპიუტერული ტექნიკა და მიკროავტობუსი გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გალის რაიონის განათლების განყოფილებისათვის.
გალის რაიონში ფუნქციონირებს 24 ქართული სკოლა, რომლებზეც გადანაწილდება აღნიშნული ტექნიკა, მიკროავტობუსი კი მოემსახურება ქ. ზუგდიდში განთავსებულ გალის რაიონის განათლების განყოფილებას.
ტექნიკისა და მიკროავტობუსის გადაცემას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თემურ შენგელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია, გალის რაიონის გამგებელი ბადრი ბულისკირია, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ჯგუბურია და პარლამენტის წევრი ზურაბ ჯგუბურია.