Available only in Georgian

Available only in Georgian

04 April, 2006
5 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო საზედამხედველო საქმიანობის შესახებ ცნობარის პრეზენტაცია გაიმართება. მისი გამოცემით საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს ბროშურების სერიის გამოშვებას, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობასა და ფუნქციებს შეეხება. თითოეული ბროშურა საბანკო საქმის ერთი, კონკრეტული სფეროს თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს მიმოიხილავს.   საბანკო ზედამხედველობის საქმიანობის შესახებ ცნობარში მოკლედ არის წარმოდგენილი კომერციული ბანკების ზედამხედველობის საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული ზოგადი პრინციპები, რომლებითაც საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს.   ცნობარში განხილულია საბანკო ზედამხედველობის საკვანძო საკითხები. იგი განკუთვნილია საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ამ უწყებასთან თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებისა და საბანკო ზედამხედველობის თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის.   ცნობარში ჩამოყალიბებულია საერთო აზრი საბანკო ზედამხედველობის მიზნების, კომერციული ბანკებისათვის ნებადართული საქმიანობის ძირითად მიმართულებებში საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის შესახებ, მინიშნებულია მათზე ყურადღების კონცენტრირების აუცილებლობაზე. თუმცა, აქვე ხაზგასმულია ის გასათვალისწინებელი ფაქტორი, რომ ზედამხედველობის ეროვნულ რეჟიმებს ერთმანეთისგან განასხვავებს თითოეული ქვეყნის ისტორია, სამართლებრივი და კულტურული გარემო, თავად საბანკო ინდუსტრიის განსაკუთრებული სტრუქტურა და დიაპაზონი. ცნობარში დაინტერესებული მკითხველი ასევე გაეცნობა საქართველოს კომერციული ბანკებისათვის დადგენილ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.