Available only in Georgian

Available only in Georgian

11 May, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 12 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდება, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ჯონ ვეიკმან-ლინი ხელმძღვანელობს.     რომან გოცირიძისა და ჯონ ვეიკმან-ლინის შეხვედრაზე საუბარი შეეხება „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მიმდინარე საკითხებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.   ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.     საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგი სამუშაო ვიზიტის მიზანია „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მეოთხე შუალედური მიმოხილვის დოკუმენტის მოსამზადებლად საქართველოში მიმდინარე მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შესწავლა.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ PRGF-ის პროგრამის  მეოთხე შუალედური მიმოხილვის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსათვის არის დაგეგმილი. საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ პროგრამით გათვალისიწინებული პარამეტრების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო მეხუთე ტრანშის გამოყოფის საკითხს განიხილავს.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის სამუშაო ვიზიტი საქართველოში 12 მაისს იწყება და 19 მაისამდე გასტანს