Available only in Georgian

Available only in Georgian

16 May, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „პროკრედიტბანკის“ წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საბანკო სისტემის მდგომარეობასა და ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე „პროკრედიტბანკის“ საქმიანობას შეეხო.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „პროკრედიტბანკმა“ საკმაოდ მცირე დროში შეძლო საქართველოს საბანკო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება. მან მადლობა გადაუხადა „პროკრედიტბანკის“ ძველ მენეჯმენტს და ბანკის ყოფილ გენერალურ დირექტორს ფილიპ ზიგვარტს.   შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „პროკრედიტბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს ფილიპ პოტის სახით, რომელსაც მანამდე „პროკრედიტბანკ-უკრაინის“  გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ფილიპ ზიგვარტი კი, რომელიც 2002 წლიდან ქართულ „პროკრედიტბანკს“ ხელმძღვანელობდა, კარიერას „პროკრედიტბანკის“ ერთ-ერთ ევროპულ ფილიალში გააგრძელებს.