Available only in Georgian

Available only in Georgian

31 May, 2006
1-2 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩატარდება კონფერენცია თემაზე – „საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სამხრეთ კავკასია ოცდამეერთე საუკუნეში“. კონფერენცია გაიმართება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში „ევრაზიის ფონდის კავკასიური კვლევების რესურსცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობების მხარდაჭერით.   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, სამთავრობო სტრუქტურების, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების, აკადემიური კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები.   კონფერენციის მონაწილენი წარმოადგენენ საკუთარ ხედვას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის, არსებული სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შესახებ, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლსა და მისი სტრატეგიული პროგრამების განხორციელებაზე.   კონფერენციის მუშაობის დღეებში სამხრეთ კავკასიის რეგიონში გლობალური ტენდენციებისა და განვითარების სახეცვლილებების საკითხების შესამუშავებლად შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებს გადაეცემა.