Available only in Georgian

Available only in Georgian

02 June, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე შეხვდა სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს ტიგრან სარქისიანს.   საუბარი შეეხო საბანკო-საფინანსო სფეროში საქართველო-სომხეთის ურთიერთობას და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას.   რომან გოცირიძემ და ტიგრან სარქისიანმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ინფორმაციების გაცვლის მნიშვნელობაზე.   ტიგრან სარქისიანი დაიბადა 1960 წლის 29 იანვარს ქალაქ კიროვაკანში. 1987-1990 წლებში მუშაობდა ეკონომიკური და საგეგმო კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად, 1988-1993 წლებში – სომხეთის ახალგაზრდა სპეციალისტთა და მეცნიერთა საბჭოს პრეზიდენტად, 1993-1994 წლებში ლექციებს კითხულობს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1990-1995 წლებში იყო პარლამენტის წევრი, სომხეთის უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო, ეკონომიკური და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე, 1995-1998 წლებში – საზოგადოებრივი ტრასფორმაციის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ამავე დროს სომხეთის საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, 1998 წლის 3 მარტიდან დღემდე არის სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე (2005 წლის 2 მარტიდან არჩეულია მეორე ვადით). მინიჭებული აქვს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.