Available only in Georgian

Available only in Georgian

19 June, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი რეგიონული ფილიალების საცავებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები შეინახეს.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ეკატერინე გალდავას განცხადებით, „ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალორგანიზებულად ჩატარებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მეორე წელია აკმაყოფილებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნას და მზადაა ფილიალების საცავებში საგამოცდო ტესტების განსათავსებლად. რამდენადაც აღნიშნულ საცავებში მხოლოდ ფულადი ნიშნები ინახება, მათში საგამოცდო ტესტების მაქსიმალურად დაცვა გარანტირებულია“.   ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები დიდი ბრიტანეთის კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა. უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად, საგამოცდო ტესტები მოთავსდება სპეციალურ პაკეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, ჩაეწყობა დალუქულ ყუთებში. გამოცდის დღეს ტესტებს დანიშნულების ადგილზე საქართველოს ეროვნული ბანკის  საცავიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლები დაცვის თანხლებით გადაიტანენ.    ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური საცავისა, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, გურჯაანის, ახალციხისა და გორის ფილიალების საცავებშიც განთავსდა.