Available only in Georgian

Available only in Georgian

28 June, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში გერმანიის „ბუნდესბანკის“ დირექტორის უფროსმა მრჩეველმა ნაღდი ფულის მართვის საკითხებში იენს ფურმანმა სემინარი გამართა.   იენს ფურმანი საქართველოში გერმანიის „ბუნდესბანკის“ დაფინანსებით ჩამოვიდა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარატამენტის თანამშრომლებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.   სემინარზე „ბუნდესბანკის დირექტორის უფროსმა მრჩეველმა მიმოიხილა ნაღდი ფულის მიმოქცევის გერმანული მოდელი, სადაც ამ სეგმენტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი საინკასაციო მომსახურებაა. გერმანიის „ბუნდესბანკს“  ამჟამად განზრახული აქვს ნაღდი ფულის მიმოქცევის სფეროში კერძო ფულის გადამზიდავი კომპანიების გარდა, შემოიყვანოს ახალი მოთამაშეები, რომელთა მოვალეობაში ნაღდი ფულის დახარისხება და კლიენტების მომსახურება შევა, მოძველებულ ბანკნოტებს კი ჩვეულებისამებრ „ბუნდესბანკი“ გაანადგურებს. გარდა ამისა, „ბუნდესბანკის“ კომპეტენციის ფარგლებში დარჩება კერძო საკასო ცენტრების ზედამხედველობაც, რადგან ამ სეგმენტის დეცენტრალიზაციამ არ უნდა გამოიწვიოს მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის ხარისხის გაუარესება და „ბუნდესბანკი“ კვლავ უნდა დარჩეს ამ სფეროს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად.   ამჟამად საქართველოს ეროვნულ ბანკში ექსპერტების დახმარებით იქმნება ნაღდი ფულის მიმოქცევისა და საკასო მომსახურების თანამედროვე მოდელი.