Available only in Georgian

Available only in Georgian

03 July, 2006
ერთცენტიანი მონეტის მოჭრის თვითღირებულების ფასის ზრდის გამო, ამერიკის შეერთებული შტატებში შესაძლოა ის აღარ მოიჭრას. საერთაშორისო ბაზრებზე ძვირფასი ლითონების ფასის ზრდის გამო, ერთი პენის მოჭრა (ასე უწოდებენ აშშ-ში ერთცენტიანს) მის ნომინალურ ღირებულებაზე ძვირი, დაახლოებით 1,2 ცენტი ჯდება.   სოციოლოგიური კვლევების ცენტრის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში მცხოვრებთა 2 პროცენტი ხურდაში მიღებულ პენიებს აგდებს. მოსახლეობის 58 პროცენტი ცენტებს, დახარჯვის ნაცვლად,  ყულაბებში ინახავს, გამოკითხულთა ორი მესამედი კი ცენტების მიმოქცევაში არსებობის მომხრეა. მათთვის ერთცენტიანი ერთგვარი სიმბოლოა.   ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე აშშ-ის ნუმიზმატიკის ისტორიაში ყველაზე ძვირად – 437 ათას აშშ დოლარად 1972 წლით დათარიღებული ერთცენტიანი გაიყიდა.