Available only in Georgian

Available only in Georgian

05 July, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ პროგრამის „აგრარული პოლიტიკის, საკანონმდებლო ბაზისა და მმართველობითი რეფორმის პროექტის“ წარმომადგენლები მიიღო. აღნიშნულ პროექტს უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ახორციელებს. პროექტის წარმომადგენლები შეხვედრებს მართვენ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის მიზანია საქართველოში გატარებული ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად მიღებული გამოცდილების შესწავლა.   საქართველოს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკვანძო საკითხებთან ერთად, სტუმრები საქართველოს საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობით, მათ შორის, საბანკო სივრცეში უცხოური კაპიტალის წილითა და ქვეყნის მონეტარული და საბანკო სისტემის საფინანსო მაჩვენებლებით დაინტერესდნენ.   აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს აგრობიზნესის განვითარებას, საწარმოთა პრივატიზაციის პროცესს, რესტრუქტურიზაციას, სავაჭრო პოლიტიკას და რეგულირების ფორმებს, ასევე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობას, უკრაინისადმი მხარდაჭერას მსოფლიო ბაზარზე ინტეგრაციაში.