Available only in Georgian

Available only in Georgian

06 July, 2006
2006 წლის იანვარ-მაისში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, „კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით დაახლოებით 175 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა გადმოირიცხა, რაც 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, დაახლოებით, 47,1 მლნ დოლარით აღემატება.   რაც შეეხება ფულადი გზავნილების გეოგრაფიულ არეალს, 2006 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი - დაახლოებით 116,9 მლნ აშშ დოლარი (66,8%) რუსეთის ფედერაციიდანაა, დაახლოებით 17,6 მლნ აშშ დოლარი (10%)  ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დაახლოებით 5,7 მლნ დოლარი (3,3%)  საბერძნეთიდან გადმოირიცხა.   ასევე გაიზარდა საქართველოდან უცხოეთში განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც. 2006 წლის იანვარ-მაისში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია, დაახლოებით, 54,2 მლნ აშშ დოლარი, რაც 30,6 მლნ დოლარით აღემატება 2005 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით 35,1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით (64,8%) რუსეთზე, შემდეგ უკრაინასა, დაახლოებით 3,4 მლნ აშშ დოლარი, (6,3%) და აშშ-ზე 2,1 მლნ-ზე მეტი აშშ დოლარი (3,9%) მოდის.