საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მსხვილი რუსული ბანკის „ვნეშტორგბანკის“ წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ამ მიმართულებით „ვნეშტორგბანკის“ დასახულ გეგმებზე. უახლოეს მომავალში რუსული ბანკი საქართველოში 135 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს.
„ვნეშტორგბანკის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ბანკის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს ბაზრისათვის დამატებით 180 მილიონ აშშ დოლარამდე გაზარდოს საკრედიტო რესურსი. გარდა ამისა, რუსულ ბანკს დაგეგმილი აქვს, „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკულ და ქიმიურ მრეწველობაში მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციის განხორციელება. მომავალი ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გათვალისწინებულია, სულ მცირე, 135 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირება. საუბარი შეეხო იმ გეგმებსაც, რასაც „ვნეშტორეგბანკი“ აპირებს საქართველოში უკვე არსებულ კომპანიებში („გაერთიანებული ქართული ბანკი”, „ენერჯი ინვესტი” და „აზოტი”), განხორციელდება დამატებითი ინვესტიციები.