Available only in Georgian

Available only in Georgian

14 July, 2006
საქართველოს საბანკო სექტორი 2006 წელსაც სწრაფი ტემპით ვითარდება. ამას მოწმობს 2006 წლის პირველი 6 თვის საბანკო სექტორის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები:   მთლიანი სესხები – საერთო მოცულობა გაიზარდა 85%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდდომარეობით 2,2 მლრდ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 1,2 მლრდ ლარი იყო);   სესხები ეროვნულ ვალუტაში – გაზრდილია 170%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 596 მლნ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 221 მლნ ლარი იყო);   სესხები უცხოურ ვალუტაში – გაზრდილია 70%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 926 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 545 მლნ აშშ დოლარი იყო);   საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები – გაიზარდა 75%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 3,3 მლრდ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 1,9 მლრდ ლარი იყო);   სააქციო კაპიტალი – გაიზარდა 36%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 534 მლნ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 392 მლნ ლარი იყო);   წმინდა მოგება – გაიზარდა 51%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 38 მლნ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 25 მლნ ლარი იყო);   შემოსავალი აქტივებზე – 2,5% (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2,8%-ი იყო)   შემოსავალი კაპიტალზე – 15,2% (2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 13,1% იყო);   მთლიანი დეპოზიტები – გაზრდილია 57%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 1551 მლნ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 992 მლნ ლარი იყო);   დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში – გაიზარდა 107%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 553 მლნ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 253 მლნ ლარი იყო);   დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში – გაიზარდა 42,9%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 582 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 408 მლნ აშშ დოლარი იყო);   დეპოზიტების დოლარიზაციამ – შემცირდა 8,1 პროცენტული პუნქტით და 66,4% შეადგინა. (2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 74,5%-ი იყო);   საერთაშორისო სავალუტო რეზერვები – გაიზარდა 22,8%-ით (2006 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 537 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 437 მლნ აშშ დოლარი იყო);   ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით – გამყარდა 0,2%-ით (2006 წლის 6 თვეში იგი შეადგენდა 1,811 ლარს, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 1,816 ლარი იყო).