Available only in Georgian

Available only in Georgian

21 July, 2006
2006 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით დაახლოებით 220 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, დაახლოებით 65 მლნ აშშ დოლარით (დაახლოებით 42 პროცენტით) აღემატება.   რაც შეეხება ფულადი გზავნილების სტრუქტურას, 2006 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი დაახლოებით 147,3 მლნ აშშ დოლარი (67,4%) რუსეთის ფედერაციიდანაა, დაახლოებით 20,8 მლნ აშშ დოლარი (9,5%) ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დაახლოებით 7,1 მლნ აშშ დოლარი (3,2%) საბერძნეთიდან გადმოირიცხა.   საანალიზო პერიოდში, ასევე გაიზარდა საქართველოდან განხორცილებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც. 2006 წლის იანვარ-ივნისში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია, დაახლოებით 65,8 მლნ აშშ დოლარი, რაც 33,4 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი, ტრადიციისამებრ, დაახლოებით 41,5 მლნ აშშ დოლარი (63,1%) რუსეთზე მოდის, შემდეგ უკრაინასა დაახლოებით 5,1 მლნ აშშ დოლარი (7,8%) და აშშ-ზე დაახლოებით 2,7 მლნ აშშ დოლარი (4,1%).