Available only in Georgian

Available only in Georgian

03 August, 2006
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გახსნა გაცილებით ლიბერალური პირობებით იქნება შესაძლებელი. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული საქმიანობისათვის საჭირო სალიცენზიო პირობებს ამარტივებს. ახალი წესები ძალაში სექტემბრიდან, აღნიშნული ნორმატიული აქტის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის გავლის შემდეგ შევა.   2006 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გასხნის 121 მაძიებელზე გასცა ლიცენზია. ამავე პერიოდში ლიცენზია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის 26 მფლობელს გაუუქმდა. მიმდინარე წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ვალუტის გადამცვლელი 632 ლიცენზირებული პუნქტი მუშაობს, მათგან 439 პუნქტი თბილისშია განლაგებული.   ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც ახალი სალიცენზიო პირობები ითვალისწინებს, სავალუტო პუნქტის გახსნისათვის აუცილებელი ფართობის 10 კვადრატული მეტრიდან 6 კვადრატულ მეტრამდე შემცირებაა. სალიცენზიო პირობების გამარტივების შემდეგ სავალუტო პუნქტების იმ მეპატრონეთა მიმართ, რომლებიც აღნიშნული საქმიანობის წარმართვისათვის საჭირო ლიცენზიას არ აიღებენ, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ სანქციებს გაატარებს, ინფორმაცია მათ შესახებ კი ფინანსურ პოლიციას გადაეცემა.