Available only in Georgian

Available only in Georgian

08 September, 2006
  საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით ავსტრიის ზარაფხანაში „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით პირველი ქართული საინვესტიციო ოქროს მონეტები დამზადდა. გამოშვებულია ექვსი სხვადასხვა ზომისა და წონის საინვესტიციო მონეტა. ყველაზე მცირე იწონის 3,1 გრამს, ყველაზე დიდი კი 311 გრამს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, საინვესტიციო მონეტა იქნება სრულიად ახალი მიმართულება ქართული ფულის ისტორიაში, როგორც ფულის დაბანდებისა და ქონების დაგროვების უნიკალური საშუალება მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის პერმანენტულად ზრდის პირობებში. „ამ ეტაპზე შესწავლილია საინვესტიციო მონეტების ბაზარი, აღნიშნულ სფეროში დაგროვილი გამოცდილება. ეს „ოქროს საწმისის“ მონეტის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად გადაქცევის საფუძველია. ამ მონეტით საქართველოს ეროვნული ბანკი განამტკიცებს საქართველოს, როგორც ოქროს მომპოვებელი უძველესი ქვეყნის იმიჯს. საქართველო რომ „ღვინის აკვანია“, უკვე იცის მსოფლიომ. ახლა პოპულარიზება გაეწევა იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ოქროს. როგორც ქართული მითები „ოქროს საწმისსა“ და „არგონავტებზე“ შესულია მსოფლიო მითოლოგიის საგანძურში, ასევე ქართული მონეტა „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით მსოფლიო საინვესტიციო, ნუმიზმატიკური მონეტების კოლექციის კუთვნილებად უნდა იქცეს,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ოქროს მონეტების პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში 11 სექტემბერს 12 საათზე გაიმართება. მათი ყიდვა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ეროვნული ბანკის ფილიალებში. მონეტების რეალიზება მოხდება მსოფლიო ბაზარზეც. ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი დადგინდება ყოველდღიურად ლონდონის ლითონების ბირჟის ფასის მიხედვით.     „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით პირველი ქართული საინვესტიციო ოქროს მონეტების დახასიათება  ნომინალი: 10 ლარი შემადგენლობა: AU 999.9 დიამეტრი: 16 მმ.წონა: 3.1 გრ. ნომინალი: 25 ლარი შემადგენლობა: AU 999.9დიამეტრი: 22 მმ.წონა: 7.7 გრ. ნომინალი: 50 ლარი შემადგენლობა: AU 999.9დიამეტრი: 28 მმ.წონა: 15.5 გრ. ნომინალი: 100 ლარი შემადგენლობა: AU 999.9დიამეტრი: 37 მმ.წონა: 31.1 გრ. ნომინალი: 300 ლარი შემადგენლობა: AU 999.9დიამეტრი: 50 მმ.წონა: 155.5 გრ. ნომინალი: 1000 ლარი შემადგენლობა: AU 999.9დიამეტრი: 60 მმ.წონა: 311.0 გრ.   იხ. PDF ვერსია