Available only in Georgian

Available only in Georgian

15 September, 2006
„ოქროს საწმისის“ გამოსახულებით ოქროს საინვესტიციო მონეტების ბრუნვაში გაშვებიდან პირველ ხუთ დღეში 407 საინვესტიციო მონეტა გაიყიდა. ამასთან, თუკი გაყიდვის პირველ დღეს რეალიზებული იქნა 11 მონეტა, მეხუთე დღეს 157 მონეტა გაიყიდა.   ყველაზე უკეთ იყიდება ყველაზე მცირე ზომის – 16 დიამეტრისა და 3,1 გრ. წონის მონეტა, რომელმაც ნუმიზმატურის გარდა, საიუველირო დანიშნულებაც შეიძინა. წარმატებული რეალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი პროდუქციის დაბალი ფასია. თუკი თბილისის ოქროს ბაზარზე 1 გრამი ოქროს ჯართი (ე. წ. ბაჯაღლო და არა ნაკეთობა) 22-23 აშშ დოლარი ღირს, საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი მსოფლიო სტანდარტისა  და 999.9 სინჯის საინვეტიციო მონეტა დღეისათვის 21 აშშ დოლარის შესაბამისია. ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი დადგინდება ყოველდღიურად ლონდონის ლითონების ბირჟის ფასის მიხედვით.