Available only in Georgian

Available only in Georgian

18 September, 2006
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი“  გამოსცა, რომელშიც გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს არა მარტო ფინანსურ, არამედ რეალურ, სამთავრობო და საგარეო სექტორებსაც.   ქვეყნის საბანკო სისტემის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაფართოების მიზნით და ახალ სტატისტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, ბიულეტენში რეგულარულად ქვეყნდება მონაცემები რეზიდენტებისა და არარეზიდენტების, ეროვნული ეკონომიკის სექტორებისა და საქმიანობის სახეების მიხედვით, ასევე, საკუთრივ საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ.   „მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის ძირითადი წყაროა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი მონაცემები. ამასთან, გამოყენებულია აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემები.   ბიულეტენი გამოდის ქართულ და ინგლისურ ენებზე. ის 2002 წლიდან ყოველკვარტალურად გამოიცემა, ხოლო ყოველთვიურად საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე (www.nbg.gov.ge) ქვეყნდება.   ბიულეტენის მომხმარებლები არიან ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, აკადემიური წრეები, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკები, საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური სამსახურები და ყველა დაინტერესებული პირი.