2006 წლის იანვარ-აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით დაახლოებით 324 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, დაახლოებით, 94 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
რაც შეეხება ფულადი გზავნილების სტრუქტურას, 2006 წლის დასაწყისიდან რვა თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით, 219 მლნ აშშ დოლარი (67.5%) რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, 32 მლნ აშშ დოლარი (9.8%) – ამერიკის შეერთებული შტატებიდან და 9.8 მლნ აშშ დოლარი (3%) – საბერძნეთიდან.
საანალიზო პერიოდში ასევე გაიზარდა საქართველოდან განხორცილებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც. 2006 წლის იანვარ-აგვისტოში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია, დაახლოებით, 96 მლნ აშშ დოლარი, რაც 50.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი, 61.5 მლნ აშშ დოლარი (64%) რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა უკრაინა, სადაც 6.2 მლნ აშშ დოლარი (6.5%) გადაიგზავნა და შემდეგ აშშ – 4.6 მლნ აშშ დოლარის (4.7%) ფულადი გზავნილებით