Available only in Georgian

Available only in Georgian

09 October, 2006
საქართველოს საბანკო სექტორი 2006 წელსაც სწრაფი ტემპით ვითარდება. ამას მოწმობს 2006 წლის განვლილი პერიოდის საბანკო სექტორის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები:   მთლიანი სესხები – 2006 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით 2502 მლნ ლარს შეადგენდა (2005 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგივე მაჩვენებელი გაიზარდა 81.9%-ით);   სესხები ეროვნული ვალუტით – 2006 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით 655.2 მლნ ლარს შეადგენდა (2005 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგივე მაჩვენებელი გაზრდილია 112.2%-ით);   სესხები უცხოური ვალუტით – 2006 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით 1060 მლნ აშშ  დოლარს შეადგენდა (2005 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგივე მაჩვენებელი გაზრდილია 77.5%-ით);   საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები – გაიზარდა 66.7%-ით (2006 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 3.5 მლრდ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 2.1 მლრდ ლარი იყო);   სააქციო კაპიტალი – გაიზარდა 41.8%-ით (2006 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 575 მლნ ლარს შეადგენდა 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 405 მლნ ლარი იყო);   წმინდა მოგება – გაიზარდა 37.7%-ით (2006 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 56.3 მლნ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 40.9 მლნ ლარი იყო);   შემოსავალი აქტივებზე – 2.7% (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3.3% იყო)   შემოსავალი კაპიტალზე – 16.3% (2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 15.7% იყო);   მთლიანი დეპოზიტები –2006 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 51.9%-ით და 1621 მლნ ლარი შეადგინა.   დეპოზიტები ეროვნული ვალუტით – 2006 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით 510.3 მლნ ლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგივე მაჩვენებელი 81.1%-ით გაიზარდა);   დეპოზიტები უცხოური ვალუტით – 2006 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით 637.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგივე მაჩვენებელი 44.9%-ით გაიზარდა);   დეპოზიტების დოლარიზაციამ – 2006 წლის 20 სექტემბრისათვის 68.5% შეადგინა. (2005 წლის სექტემბრის ბოლოსათვის ამ მაჩვენებელმა 73.6% შეადგინა);   საერთაშორისო სავალუტო რეზერვები – 2006 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.1%-ით გაიზარდა და 632.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 442.2 მლნ აშშ დოლარი იყო).