საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში 16 დეკემბერს მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარი თემაზე: „ინფლაციის თეორიული და პრაქტიკული საკითხები“.
სემინარი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ მესტვირიშვილმა.
ორი კვირის წინ, საქართველოს ეროვნულ ბანკში კიდევ ერთ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. მომავალშიც სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი თანამშრომლები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სახის სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველკვირეულად გაიმართება.