Available only in Georgian

Available only in Georgian

09 January, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის მსგავსად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს საიუბილეო მონეტის მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ბანკი 50 რუბლის ნომინალის „წმინდა გიორგის“ გამოსახულებით ოქროს საინვესტიციო მონეტას მოჭრის. 50 რუბლის ნომინალის „წმინდა გიორგის“ 999 სინჯის ოქროს მონეტის წონა 7.78 გრამია, დიამეტრი - 22.6 მმ.   საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მცირე წონის მონეტები. ანალოგიური სურათია საქართველოშიც. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ბანკის რეგიონულ ფილიალებში ყველაზე უკეთ სწორედ 7.78 გრამიანი „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით დამზადებული ოქროს საინვესტიციო მონეტები იყიდება.   ექვსი სხვადასხვა ზომისა და წონის (311.03 გრამის, 155.52 გრამის, 31.1 გრამის, 15.55 გრამის, 7.78 გრამის, 3.1 გრამის), მაგრამ მსგავსი დიზაინის „ოქროს საწმისის“ ოქროს საინვესტიციო მონეტები, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით ავსტრიის ზარაფხანაში დამზადდა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ბანკის რეგიონულ ფილიალებში იყიდება. ყველაზე დიდი მოთხოვნაა 3.1 გრამიან და 7.78 გრამიან „ოქროს საწმისის“ ოქროს საინვესტიციო მონეტებზე.