Available only in Georgian

Available only in Georgian

01 February, 2007
2007 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე სისტემატურად ქვეყნდება სტატისტიკური მონაცემების ფართო სპექტრი. ეს ღონისძიება სტატისტიკური მონაცემების საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნითა და საერთაშორისო  სტანდარტების დანერგვის აუცილებლობით ხორციელდება.   სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება „სტატისტიკური პუბლიკაციების კალენდარის“ მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მაჩვენებლის  გამოქვეყნების ვადები მნიშვნელოვნად (1 თვიდან 1 კვირამდე) შემცირდება. უახლოეს პერიოდში თითოეულ თემატურ ქვედანაყოფს დაემატება შესაბამისი „მეთოდოლოგიური განმარტებები“.   აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს მიერთებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტების სისტემაში. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც მონაცემთა გავრცელების ზოგადი სისტემა, დაფუძნებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და  სანდო სტატისტიკური მონაცემთა ბაზის საშუალებით, ხელს უწყობს ქვეყნებს, მონაწილეობა მიიღონ კაპიტალის მსოფლიო ბაზრებზე.   2006 წლის 15 დეკემბრიდან საქართველო ჩართულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების ზოგად სისტემაში. აღნიშნული ქვეყნებისათვის წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც მათ ეხმარება, სრულყონ თავიანთი სტატისტიკური სისტემები ტევადი და ხარისხიანი ინფორმაციით.