Available only in Georgian

Available only in Georgian

07 March, 2007
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბალანსიდან ჩამოწერილი კომპიუტერული ტექნიკა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებს საჩუქრად გადასცა. აღნიშნული ტექნიკა გამოყენებული იქნება ამ დაწესებულებებში სასწავლო–აღმზრდელობითი და სარეაბილიტაციო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.   კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატს, მარტვილის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა აღმზრდელობით დაწესებულებას, ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს, ფსიქიკურად დაავადებულთა, მშობელთა, მომვლელთა და მხარდამჭერთა ასოციაციას „აფრა–საქართველოს“, ქუთაისისა და გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა–პანსიონებს, თბილისის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „გაზაფხულს“ და სხვა მსგავსი პროფილის რამდენიმე ორგანიზაციასა და დაწესებულებას.   საქართველოს ეროვნული ბანკი ანალოგიურ დახმარებებს შესაძლებლობის ფარგლებში პერიოდულად ახორციელებს. 2006 წელს ბანკის ბალანსიდან ჩამოწერილი კომპიუტერული ტექნიკა და მიკროავტობუსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გალის რაიონის განათლების განყოფილებისათვის გადაეცა.