Available only in Georgian

Available only in Georgian

16 March, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჩაირიცხა 21.1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ტრანში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მეხუთე შუალედური მიმოხილვის ფარგლებში გამოყო. დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ყველა პარამეტრის დაცვა გახდა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ სამწლიანი პროგრამით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 2004 წლის 4 ივნისს დაამტკიცა, საქართველომ დაახლოებით 147.5 მლნ აშშ დოლარი უნდა მიიღოს. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად 126.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის თანხა მიიღო ექვსი ტრანშის სახით.