საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ბანკის რეგიონული დირექტორატის გენერალური დირექტორი ხუან მირანდა ხელმძღვანელობდა. საუბარი წარიმართა აზიის განვითარების ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბანკის ექსპერტების მონაწილეობით მომზადდება სპეციალური ანგარიში, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დახმარებისა და თანამშრომლობის კონკრეტული პროგრამები, რომელთაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოში განახორციელებს. თბილისში ბანკი რეგიონული ოფისის გახსნას გეგმავს, რაც ადგილობრივ ბიზნეს–სტრუქტურებს აღნიშნულ ფინანსურ ორგანიზაციასთან ეფექტიან თანაშრომლობაში შეუწყობს ხელს.
საქართველო აზიის განვითარების ბანკის 67–ე წევრი 2007 წლის 2 თებერვალს გახდა. ბანკის საწესდებო კაპიტალში საქართველო 12.081 აქციას ფლობს. სულ აზიის განვითარების ბანკის საწესდებო კაპიტალი 53.06 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.