How well do you know a history of Georgian money?
ჩვენი ყოველდღიურობა ფულის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, იშვიათად თუ ვუკვირდებით ბანკნოტებსა და მონეტებს. მათ გამოშვებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი ზრუნავს, რომელიც ქვეყანაში ფულის ნიშნების ემისიის ექსკლუზიურ უფლებასაც ფლობს. ქართული ფული უკვე ორ ათასწლეულზე მეტია, რაც იჭრება და მიმოქცევაში გამოიყენება. კოლხური თეთრიდან თანამედროვე ქართულ ლარამდე კი, ხანგრძლივი და საინტერესო ისტორიაა.
ამ ისტორიას ყველაზე კარგად მუზეუმები ინახავენ. 18 მაისი სწორედ მუზეუმების საერთაშორისო დღეა. გსმენია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის შესახებ? ის ყვარელში მდებარეობს და ქართული ფულის შესახებ ბევრი რამის გაგებაში დაგეხმარება. მანამდე კი, ცოდნისა და ცოტათი ინტუიციის შემოწმებაც ჩვენი ტესტით შეგიძლია.
სამწუხაროდ, ფულის და მით უმეტეს, ქართული ფულის ისტორიიდან ბევრი არაფერი იცი, თუმცა ყოველთვის შეგიძლია მეტის გაგება.
თუკი საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ ფულის მუზეუმს ეწვევი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთადერთია, ინფორმაციის მიღებასაც შეძლებ და დაათვალიერებ კიდეც უძველეს ქართულ მონეტებსა და ბანკნოტებს.
NBG | On.ge © 2021
ქართული ფულის ისტორიას მეტნაკლებად ნამდვილად იცნობ, თუმცა, სასწავლი იმაზე მეტი და საინტერესოა, ვიდრე გგონია.
ამისათვის, შეგიძლია, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ ფულის მუზეუმს ეწვიო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთადერთია. აქ გაიგებ, როგორ იცვლებოდა ქართული ფული საუკუნეების განმავლობაში და იმასაც შეძლებ, საკუთარი თვალით იხილო ისტორიული ბანკნოტები და მონეტები.
ყოჩაღ! ნამდვილად ბევრი რამ იცი ქართული ფულისა და მისი ისტორიის შესახებ, ის რამდენიმე შეცდომაც, ალბათ, ტექნიკური უფრო იყო, ვიდრე არცოდნის ბრალი.
თუკი მეტის გაგებას მოისურვებ ქართულ ფულზე, შეგიძლია საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ ფულის მუზეუმს ეწვიო. აქ არა მხოლოდ გაიგებ ქართული ბანკნოტებისა და მონეტების ისტორიას, არამედ შეძლებ, საკუთარი თვალითაც ნახო ისინი.
ბრავო! განმაცვიფრებელია არა მხოლოდ შედეგი, არამედ ის ფაქტიც, რომ ქართული ფულის ისტორია ამდენად გაინტერესებს.
ამ ინტერესის დასაკმაყოფილებად, შეგიძლია, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ ფულის მუზეუმსაც ეწვიო. აქ შეძლებ როგორც საინტერესო ფაქტების შეტყობას, ასევე, ქართული ისტორიული ფულის დათვალიერებასაც.