ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „ირიციან“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 423359332) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 6 (ექვსი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 42,000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „ირიციან“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 423359332) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 42,000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით.