შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Piazza Capital“-ისთვის (ს/ნ 445425763) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესამოწმებელ პერიოდში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 14 (თოთხმეტი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით - 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
    2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შესამოწმებელ პერიოდში ვერ უზრუნველყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება, ასევე პროცედურებისა და წესების მიღება და დაცვა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N25/04 „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს ჯარიმას - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
    3. შემოწმების პროცესში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის არასწორად წარდგენის 4 (ოთხი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
    4. 2017 წლის 13 ივნისის შემდგომ პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 და 61 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა 2 (ორი) შემთხვევაში, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
    5. 2017 წლის 13 ივნისამდე პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 და 61 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა 3 (სამი) შემთხვევაში, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს (2017 წლის 13 ივნისამდე პერიოდში მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით - 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.

    შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Piazza Capital“-ს (ს/ნ 445425763) დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო ოდენობით 28 900 (ოცდარვა ათას ცხრაასი) ლარი.