შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი“-სათვის (ს/ნ: 412717476) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტს“, შემოწმების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის არასწორად წარდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ჯამში - 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
    2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტს“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესამოწმებელ პერიოდში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 10 (ათი) შემთხვევის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ჯამში - 10 000 (ათი ათასი) ლარი.

           

            მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი.