შპს ლაგომი-ს (ს/ნ 402147459) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის დაკსირებული ფულადი ჯარიმა

    "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელ პუნქტის მიერ შიდა კონტროლთან დაკავშირებული შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული "ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (2021 წლის 5 აპრილის შემდგომი რედაქციით) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

    ასევე, შემოწმების პერიოდში გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (2020 წლის 5 თებერვლიდან 2021 წლის 5 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. სულ - 5 000 ლარი.

    ვალუტის გადამცვლელ პუნქტი სულ დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.