საბროკერო კომპანია სს "ჰერითიჯ სიქიურითიზ"-ის (ს/ნ 205286457) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    საბროკერო კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში  ვერ უზრუნველყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება, ასევე, პროცედურებისა და წესების მიღება და დაცვა, რაც "პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის "ო" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს ჯარიმას - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

    საბროკერო კომპანია სს "ჰერითიჯ სიქიურითიზ"-ის დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით  5 000 ლარი.