მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ფინაგრო"-სთვის (ს/ნ 218077113) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესამოწმებელ პერიოდში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 4 (ოთხი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის "ს" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე, სულ - 4 000 ლარი.

    2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შესამოწმებელ პერიოდში ვერ უზრუნველყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება, ასევე პროცედურებისა და წესების მიღება და დაცვა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N25/04 "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს ჯარიმას - 5 000 ლარი.

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ფინაგრო“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით  9 000 ლარი.