მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შპს "მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ისთვის (ს/ნ 445448150) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. შემოწმების პროცესში გამოვლინდა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესამოწმებელ პერიოდში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 4 (ოთხი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის "ს" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე, სულ - 4 000 ლარი.

    2. შემოწმების პერიოდში გამოვლინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შესამოწმებელ პერიოდში ვერ უზრუნველყოფდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება, ასევე პროცედურებისა და წესების მიღება და დაცვა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N25/04 "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვე-პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს ჯარიმას - 5000 ლარი.

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შპს "მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ს (ს/ნ: 445448150) დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო ოდენობით 9 000 (ცხრა ათასი) ლარი.