მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნივერს კრედიტი“-სთვის (401968340) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესამოწმებელ პერიოდში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 3 (სამი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

     

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნივერს კრედიტი“-ს (401968340) დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო ოდენობით 3 000 (სამი ათასი) ლარი.