ი/მ „მაკა აღნიაშვილის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის (ს/ნ: 31001015103) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელ პუნქტის მიერ შიდა კონტროლთან დაკავშირებული შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (2021 წლის 5 აპრილის შემდგომი რედაქციით) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

    ასევე, გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით“ განსაზღვრული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით  ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა - 1 (ერთი) შემთხვევა, 2020 წლის I ნახევრის ანგარიშგებაში, ხოლო ასევე 1 (ერთი) შემთხვევა, 2020 წლის II ნახევრის ანგარიშგებაში, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (2020 წლის 6 თებერვლიდან 2021 წლის 5 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 2 000 (ორი ათასი) ლარი;

     

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა სულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.