ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს "სოფო"-სათვის (ს/ნ 404545872) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის ბრძანება №1-ით დამტკიცებული "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით, "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. შემუშავებული შიდა ინსტრუქცია ვერ პასუხობს კანონებითა და დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე არ გამოიყენება პრაქტიკაში, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული "ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს (2021 წლის 19 მარტის რედაქციით) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

    2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანებით დამტკიცებული "ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით" განსაზღვრული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 6 (ექვსი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე-5 მუხლის "რ" ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული "ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "პ" ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

    ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს "სოფო"-ს (ს/ნ 404545872) დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო ოდენობით 9 000 (ცხრა ათასი) ლარი.