ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ "ეტიბარ ალახვერდიევი"-სთვის (ს/ნ: 28001071064) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ "ეტიბარ ალახვერდიევი"-სთვის (ს/ნ: 28001071064) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

     

    განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ „ეტიბარ ალახვერდიევი“-ს დაჯარიმება 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.


    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა არ ჰქონდა წარდგენილი დადგენილ ვადებში. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 ივნისის №1 ბრძანებით გათვალისწინებული პირველადი აღრიცხვის ფორმის წარმოუდგენლობა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მდგომარეობით) მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.


    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემუშავებული არ აქვს შიდა ინსტრუქცია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მდგომარეობით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.