მოთხოვნები

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული პროვაიდერები ან რეგისტრაციისთვის დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოცემული წესებისა და დებულებების მოთხოვნებს

     

    საფუძველი მოთხოვნა
    საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N29/04 მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ იურიდიულ პირს აქვს უფლება, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ საქართველოში განახორციელოს საგადახდო მომსახურება
    დაინტერესებულმა პირმა პროვაიდერად რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია წესის შესაბამისად
    პროვაიდერი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების, აუთსორსინგის და აგენტების საქმიანობის შესახებ
    პროვაიდერი ვალდებულია აკმაყოფილებდეს სათავო ოფისის, შიდა პოლიტიკის, რისკების მართვის, საჩივრის მიღებისა და განხილვის მოთხოვნებს
    პროვაიდერი ვალდებულია აკმაყოფილებდეს პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და მათი განთავსების შესახებ მოთხოვნებს
    საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი დამტკიცების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N1/04 მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მარტივი და გასაგები ფორმით
    გადამხდელისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია: უნიკალური კოდი, თანხა და ვალუტა, საკომისიო, გაცვლითი კურსი, თარიღი
    მიმღებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია: უნიკალური კოდი, თანხა და ვალუტა, საკომისიო, გაცვლითი კურსი, თარიღი
    მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროვაიდერის, საგადახდო მომსახურების, საკომისიოს, გაცვლითი კურსის, ხელშეკრულების ცვლილების, უსაფრთხოების, ვალდებულებების და დავების გადაწყვეტის შესახებ
    ინფორმაცია მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტისა და შესრულებული ოპერაციის შესახებ
    საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ბრძანება N155/04 პროვაიდერს უფლება აქვს გამოუშვას მხოლოდ წინასწარი გადახდის ბარათი
    ემიტენტი ვალდებულია შეიმუშაოს საბარათე ინსტრუმენტის გაცემის პოლიტიკა, სარგებლობის წესი და საჩივრის განხილვის პროცედურები
    დაიცვას საბარათე ინსტრუმენტის მფლობელთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, შეინახოს და მიიღოს ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში
    გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე გადარიცხვის ოპერაციას თან უნდა ახლდეს: გადამხდელის სახელწოდება, ანგარიშის ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, მიმღების სახელწოდება და ანგარიშის ნომერი
    გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება
    მიმღების პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური შემოწმების/ვერიფიკაციის პროცედურები
    შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური რისკზე დამყარებული პროცედურები
    მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება N156/04 პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს ძლიერი ავთენტიფიკაცია თუ ხდება დისტანციურად ონლაინტრეჟიმში საგადახდო ანგარიშზე წვდომა, ელ.გადახდის ინიციირება, დისტანციური არხით ქმედება, რომელიც რისკის მატარებელია
    პროვაიდერი ვალდებულია ჰქონდეს გადახდის ოპერაციების მონიტორინგის მექანიზმი, დანერგოს და დაადოკუმენტიროს უსაფრთხოების ზომები და განახორციელოს პერიოდული შემოწმება
    ავთენტიფიკაციის კოდის ელემენტები: ცოდნა, ფლობა, უნიკალურობა
    პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს თაღლითობის მაჩვენებლების დაანგარიშება, რომელიც უნდა იყოს შესაბამისად დადოკუმენტირებული
    უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების დაცულ გარემოში შექმნა და მხოლოდ ერთი მომხმარებლის დაცული გზით კავშირი უსაფრთხოების პერსონიფიცირებულ მახასიათებლებთან