მიზანი

    ბრძანების ნომერი
    სამართლებრივი აქტის დასახელება
    მიზანი და მოქმედების სფერო
      საქართველოს კანონი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ ამ კანონის მიზანია საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ეს კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემის, საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს.
    №29/04 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი ეს წესი, "საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის
    დებულებებთან ერთად განსაზღვრავს:
    • ეროვნულ ბანკში პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პირობებსა და პროცესს;
    • საგადახდო მომსახურების საქმიანობიდან გამომდინარე პროვაიდერის ვალდებულებებს;
    მნიშვნელოვანი პროვაიდერის დამატებით ვალდებულებებს;
    • პროვაიდერის ურთიერთობას მის აგენტებთან  და სხვა მესამე პირებთან;
    • პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულად სახსრებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
    №1/04 საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის
    მიწოდების წესი
    • ამ წესის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საგადახდო მომსახურების პირობების ხელმისაწვდომობა და სრული გამჭვირვალობა იმისთვის, რომ საგადახდო მომსახურების მომხმარებელს (შემდგომში - მომხმარებელი) საშუალება ჰქონდეს გათვითცნობიერებულად გააკეთოს არჩევანი.
    • ეს წესი განსაზღვრავს პროვაიდერების მიერ მომხმარებლისათვის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით მისაწოდებელი ინფორმაციის ჩამონათვალს და მისი მიწოდების ფორმას.
    • პროვაიდერი ვალდებულია ამ წესით დადგენილი მოთხოვნები დაიცვას ყველა მომხმარებლის მიმართ, კერძოდ როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიმართ და მიაწოდოს მათ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია.
    • წესი ვრცელდება ერთჯერადად შესრულებულ საგადახდო მომსახურებაზე, საგადახდო მომსახურების ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ საგადახდო მომსახურებაზე, ასევე მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტით შესრულებულ საგადახდო მომსახურებაზე.
    №8/04 გადახდის ოპერაციის შესრულების წესი • ეს წესი, "საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის V თავის დებულებებთან ერთად, განსაზღვრავს:
    - ლარით და უცხოური ვალუტით საკრედიტო საგადახდო დავალებისა და საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებს;
    - უცხოური ვალუტით დასაშვები გადახდის ოპერაციების ჩამონათვალს და მასთან დაკავშირებულ დებულებებს.
    • ეს წესი არ ვრცელდება ნაღდი ფულით შემოსავლის და გასავლის ოპერაციების, საგადახდო ბარათით განხორციელებული ოპერაციების (საბარათე ოპერაციების), ასევე ელექტრონული ფულით გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებზე, გარდა ამ წესის თავი IV-ით განსაზღვრული უცხოური ვალუტით გადახდის ოპერაციების წარმოების საკითხებისა.
    • ამ წესით გათვალისწინებული ნორმების დაცვა პირს არ ათავისუფლებს საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით) დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან.
    №253/04 გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულება • ამ დებულების მიზანია განისაზღვროს გადარიცხვის ოპერაციაში გადამხდელისა და მიმღების შესახებ ის სავალდებულო რეკვიზიტები, რომელიც თან უნდა ახლდეს აღნიშნულ გადარიცხვას მისი შესრულების ყველა ეტაპზე. ეს დებულება ვრცელდება ისეთ გადარიცხვებზე, რომლის გადამხდელის ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.
    • ეს დებულება ვრცელდება გადარიცხვის ოპერაციებზე ნებისმიერ ვალუტაში, რომელიც იგზავნება, გადაცემულია ან მიღებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ.
    • გამონაკლისები იხილეთ დებულებაში
    • ასევე იხილეთ აღშნული დებულების სახელმძღვანელო
    №155/04 საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულება დებულების მიზანია საქართველოში საბარათე ინსტრუმენტის (მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის) გამოშვების, მისი საშუალებით შესრულებული ოპერაციების განხორციელების პროცესში ჩართულ მხარეებს შორის ურთიერთობების მოწესრიგება, საგადახდო მომსახურების პროცესის გამჭირვალობის უზრუნველყოფა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე, მომხმარებელთა ნდობის ამაღლება საგადახდო ინსტრუმენტისა და უნაღდო გადახდების მიმართ. დებულება განსაზღვრავს:
    • ემიტენტის მიერ საბარათე ინსტრუმენტის გამოშვებისა და მომსახურების წესს;
    • ემიტენტსა და საბარათე ინსტრუმენტის მფლობელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითად პირობებს და ამ ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს;
    • ექვაირერის მიერ საბარათე ოპერაციების მომსახურების წესებს და პირობებს. ექვაირერის ვალდებულებებს მის მომსახურებაში მყოფი სავაჭრო/მომსახურების ობიექტის, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირის - ემიტენტის მიმართ;
    • სავაჭრო/მომსახურების ობიექტს და ექვაირერს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ექვაირინგის მომსახურებიდან გამომდინარე ძირითად პირობებს და ამ ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს;
    • ექვაირერსა და საბარათე ოპერაციაში ჩართულ პირებს (სუბ-ექვაირერს, სავაჭრო პლატფორმის ორგანიზატორს) შორის ურთიერთობის გარკვეულ საკითხებს.
    №156/04 მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ •  ამ წესის მიზანია საგადახდო მომსახურების მომხმარებლის უსაფრთხო ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, საგადახდო მომსახურების მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვა, ასევე თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედების რისკის შემცირება, რაც დადებითად აისახება საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, გააძლიერებს მომხმარებლების დაცვას, ხელს შეუწყობს საფინანსო და საგადახდო სისტემის ეფექტიან და სანდო ფუნქციონირებას, აამაღლებს მომხმარებლების ნდობას საგადახდო მომსახურებებისა და უნაღდო გადახდების მიმართ.
    • ეს წესი განსაზღვრავს  მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების, მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მოთხოვნისგან გამონაკლისით სარგებლობის, საგადახდო მომსახურების მომხმარებლის (შემდგომში – მომხმარებელი) უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვის და მათთან დაკავშირებულ საკითხებს.
    • ამ წესის მოქმედება ვრცელდება გადამხდელის მიერ:
    - დისტანციურად ონლაინრეჟიმში თავის საგადახდო ანგარიშზე წვდომაზე;
    - ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიცირებაზე;
    - დისტანციური არხის საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ ისეთ ქმედებაზე, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია.
    №287/04 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი • ეს წესი გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.
    • ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერისათვის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე იწყება პროვაიდერის ლიკვიდაცია.