#ForbesTalks | ინტერვიუ ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტთან, პაპუნა ლეჟავასთან

ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ BMG - ის გადაცემა #ForbesTalks - ის ეთერში ციფრული ლარის დანერგვის მნიშვნელობაზე, მის მთავარ უპირატესობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

"დიდი ალბათობით, #ციფრულილარი ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული. ის იქნება უფრო #სწრაფი და #იაფი გადახდის საშუალება, იმუშავებს 24 საათის განმავლობაში. გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, მისი გამოყენებით ტრანზაქცია ინტერნეტის გარეშეც იქნება შესაძლებელი. მთავარი უპირატესობა კი მდგომარეობს იმაში, რომ ის იქნება ღია პლატფორმა, მაქსიმალურად თავსებადი სხვა ციფრულ ტექნოლოგიებსა და გადახდის საშუალებებთან. ეს ფუფუნება დღეს არც ქაღალდის ლარს და, არც სხვა გადახდის საშუალებებს არ გააჩნიათ", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა.