#FinTech Powered by Bloomberg | პირველი გადაცემა

დღეიდან, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, სამშაბათობით, საქართველოს ეროვნული ბანკი "ბიზნეს ფორმულას" ეთერში, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ, რომლის თანაწამყვანიც ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ვარლამ ებანოიძეა. პირველი გადაცემის სტუმარია ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა.