"ქARTული ფული"
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში, დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "ქARTული ფული", რომელიც დამთვალიერებელს საკმაოდ ორიგინალური ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობას აძლევს. კერძოდ, მიმოქცევიდან ამოღებულ და მოქმედ ფულად ნიშნებთან ერთად, სტუმრებს განადგურებული ფულისგან დამზადებული ლარის სიმბოლოს კონსტრუქციის და შესაბამისი ფოტომასალის ნახვა შეეძლოთ, რომელიც მიზნად ისახავს განადგურებული ფულის ხელოვნებაში გაცოცხლებას. აღსანიშნავია, რომ ამ ორიგინალური იდეის ავტორები ეროვნული ბანკის თანამშრომელები არიან.