"მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმებაზე"
საქართველოს ეროვნული ბანკი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ამჯერად გაიმართა ვებინარი თემაზე „მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმებაზე“. შეხვედრას ეროვნული ბანკის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ვასილ შენგელია უძღვებოდა.
ვებინარი მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდას მათ საკრედიტო ინფორმაციასა და ისტორიასთან დაკავშირებული უფლებების შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა - საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ფუნქციები, საკრედიტო ისტორიის მართვისა და პრეტენზიების დაფიქსირების საშუალებები, „კრედიტინფო საქართველოს“ საკრედიტო ქულის არსი და მასზე მოქმედი ფაქტორები.
განხილულ თემებთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვწეროს ელ. ფოსტაზე: CIBS@nbg.gov.ge
#მომხმარებელთაუფლებები #კრედიტინფოსაქართველო #NationalBankofGeorgia
✓ ჩვენი ვებგვერდი: https://www.NBG.ge
✓ გვიპოვნეთ სოციალურ მედიაში:
Facebook - https://www.fb.com/NationalBankofGeorgia/
Instagram - https://www.instagram.com/nationalbankofgeorgia/
LinkedIn - https://www.linkedin.com/company/nationalbankofgeorgia/
✓ ცხელი ხაზი: (+995 32) 2 406 406
✓ ელ. ფოსტა: info@nbg.ge