ციფრული ლარის პროექტი შემდეგ ეტაპზე გადადის
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას 15 თებერვალს ასრულებს. ამ თემაზე ისაუბრა დღეს ვრცლად ბიზნეს ფორმულას ფინტექ რუბრიკაში ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ გადაცემის სტუმართან, ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავასთან ერთად.