შიდა აუდიტორთა საერთაშორისო სემინარი 2023
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან შიდა აუდიტი და მისი გამართული საქმიანობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ცენტრალური ბანკის გამჭვირვალობისა და რისკების გადაზღვევისთვის", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ შიდა აუდიტორთა საერთაშორისო სემინარის გახსნისას განაცხადა.